ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს - გამტაცებელი კი ავარიაში მოყვა - კვირის პალიტრა

ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს - გამტაცებელი კი ავარიაში მოყვა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან ტელეფონზე თანხა ჩაერიცხა, რა დროსაც უცნობი პირი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მოპარული ავტომანქანით გამტაცებელმა ავარია მოახდინა, რა დროსაც ხუთი მანქანა დაამტვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გატაცებული ავტომობილი მალევე იპოვეს, დამნაშავე კი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.