ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული - ავარია სოფელ ცაიშთან - კვირის პალიტრა

ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული - ავარია სოფელ ცაიშთან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის ცენტრში არინ მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"