"დაკავებულები მანქანებს საცობში ძარცვავდნენ... ყველაფერი 20 წამში ხდებოდა" - კიევში დაკავებულ "გასტროლიორების ბანდაში" ქართველებიც არიან - კვირის პალიტრა

"დაკავებულები მანქანებს საცობში ძარცვავდნენ... ყველაფერი 20 წამში ხდებოდა" - კიევში დაკავებულ "გასტროლიორების ბანდაში" ქართველებიც არიან

კიევის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ოდესასა და კიევში ავტომანქანებს ძარცვავდნენ.

კიევის პროკურატურა "გასტროლიორ ბანდად" მოიხსენიებს დამნაშავეებს, რომელთა შორისაც უკრაინის და საქართველოს ოთხი მოქალქე არიან. დაკავებულები არიან 1976, 1983, 1985 და 1989 წელს დაბადებული პირები.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები დღის საათებში ყველას თვალწინ სჩადიოდნენ დანაშაულს. "მაგალითად, ადამიანი მანქანით საცობში დგას, დღისით მზისით, უამრავი თვითმხილველია ირგვლივ - ბრალდებულები ამტვრევენ მანქანის მინას, იტაცებენ ფულს თუ ძვირფას ნივთებს და გარბიან. ეს ყველაფერი 20 წამში ხდებოდა" - განაცხადეს კიევის პროკურატურის პრესსამახურში.

დამნაშავეებმა ბოლო დანაშაული 6 დეკემბერს ჩაიდინეს, როცა მანქანაში მძღოლს დაესხნენ თავს და გასტაცეს ჩანთა, რომელშიც 15 000 აშშ დოლარი და დოკუმენტები ეწყო.

სპეცოპერაციის შედეგად, ბანდის სამი წევრი ცხელ კვალზე დააკავეს, ერთი გაიქცა, ერთი კი მიმალვაშია. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და ასაფეთქებელის გამოყენებით იმუქრებოდნენ. აყვანის დროს დაიჭრა ერთ-ერთი ბრალდებული. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო