ვაკეში 4 მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ვაკეში 4 მამაკაცი დაჭრეს

ვაკეში, ტატიშვილის ქუჩაზე 4 მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"