"ეზოში მიწა იყო ამოთხრილი" - მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი მოკლული იპოვეს - კვირის პალიტრა

"ეზოში მიწა იყო ამოთხრილი" - მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი მოკლული იპოვეს

მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევა სოფელ კიროვკაში მოხდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.

"ინტერპრესნიუსი"