"დაანონსებული იყო, საიდან უნდა ემოძრავა ოპოზიციის კოლონას" - რა აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი? - კვირის პალიტრა

"დაანონსებული იყო, საიდან უნდა ემოძრავა ოპოზიციის კოლონას" - რა აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი?

მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, ოპოზიციას არ სურს წავიდნენ იმ მიმართულებით, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს.

კუპატაძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია თელავში ყვარელის გავლით მოხვდეს.

"მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით.ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში",- აღნიშნა კუპატაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ისინი არანაირ პრობლემას არ უქმნიან აქციის მონაწილეებს და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

"ინტერპრესნიუსი"