"სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა" - რაც აცხადებს გიორგი გვახარია? - კვირის პალიტრა

"სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა" - რაც აცხადებს გიორგი გვახარია?

სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ინაუგურაციის ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს, - აღნიშნული განცხადება თელავში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გახარია ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოების ზომებს პირადად გაეცნო.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ამ ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ყველას, ვინც მოწვეულია ღინისძიებაზე, საშუალება ექნება, რომ დაესწროს ღონისძიებას მშვიდ გარემოში. რაც შეეხება ადგილობრივებს, მათთვისაც ეს ტერიტორია იქნება ღია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"