"პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს" - კვირის პალიტრა

"პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს"

პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოწოდებების საპასუხოდ განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ სურვილი ავტომობილებით თელავის ცენტრის მოეხდინათ ბლოკირება და ჩაეშალათ ინაუგურაცია.

"სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, დღეს ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა უზრუნველეყო მომიტინგეთა თელავის მიმართულებით გადაადგილება, აქციის ორგანიზატორებს კი მიმართა, რომ არ დაერღვიათ კანონმდებლობა.

"ინტერპრესნიუსი"