"საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე" - რა კომენტარი გააკეთა დავით კირკიტაძემ დაკავებისას - კვირის პალიტრა

"საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე" - რა კომენტარი გააკეთა დავით კირკიტაძემ დაკავებისას

საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე, - ამის შესახებ დაკავების პროცესში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

"ეს არის სახედაკარგული, შეშინებული პოლიცია", - განაცხადა დავით კირკიტაძემ დაკავებისას.

დავით კირკიტაძე გურჯაანში დააკავეს. იგი მის თანაგუნდელ ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. მელია და კირკიტაძე ერთი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათი თქმით, შეამჩნიეს ერთი ავტომობილი, რომელშიც სუს-ის წევრები ისხდნენ და უთვალთვალებდნენ. ამის შემდეგ, მელია დაინტერესდა მათი ვინაობით, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა და კირკიტაძე სს კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათი ადგილზე მისვლა საავტომობილო მოძრაობის შეფერხებამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს

"ინტერპრესნიუსი"