პროკურორს თავში გაურკვეველი ნივთი ესროლეს, ზაზა ბაქრაძეს კი ბრალდებულების ახლობლები დაუპირისპირდნენ - ხმაური რობაქიძის საქმის პროცესზე - კვირის პალიტრა

პროკურორს თავში გაურკვეველი ნივთი ესროლეს, ზაზა ბაქრაძეს კი ბრალდებულების ახლობლები დაუპირისპირდნენ - ხმაური რობაქიძის საქმის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთი ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.

ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება.

რობაქიძის საქმეზე, სამსახურეობრივი უცლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. მათგან ბაქრაძის გარდა ყველა დანარჩენ პირს პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ასევე: გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

იხილეთ ვიდეო