თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს - რას ამბობს ერთ-ერთი დაჭრილის მამა? - კვირის პალიტრა

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს - რას ამბობს ერთ-ერთი დაჭრილის მამა?

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით შპს “ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის” ოფისში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მომხდარს წინ ახალგზარდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილებს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

დაშავებულთაგან ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა.

ერთ-ერთი დაჭრილის მამის, თელავის ღვთაების დედათა მონასტრის მღვდელმსახურის, მამა გენადი გოგილაშვილის ვარაუდით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"