გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პოლიციელ ქალებს ყვავილები მიუტანეს - კვირის პალიტრა

გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პოლიციელ ქალებს ყვავილები მიუტანეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციელები არიან მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და წევრებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

შეგახსენებთ, გურჯაანის სასამართლომ რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.