ვაზისუბანში "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს - დაშავებულია დაცვის თანამშრომელი - კვირის პალიტრა

ვაზისუბანში "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს - დაშავებულია დაცვის თანამშრომელი

თბილისში, ვაზისუბანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველები უყვებიან, ფილიალს ოთხი პირი დაესხა თავს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია დაცვის თანამშრომელი.

"ინტერპრესნიუსი"