ფეხით მოსიარულე 14 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

ფეხით მოსიარულე 14 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტობანზე მოძრავი მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის თანმხლები პირის თქმით, ახალგაზრდები სოფელ რუისთან ახლოს საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს გამვლელი მანქანა დაეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"