ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი”-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.

"შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტროლებასო" - ბრუკლინური "მიდი, მოადე"

"ინტერპრესნიუსი"