"ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში" - რა მოხდა ზუგდიდში? - კვირის პალიტრა

"ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში" - რა მოხდა ზუგდიდში?

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა "თურალ გრუპი" დააყაჩაღეს. ქარხნის მენეჯერის მაია მიქავას ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი.

"ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აღნიშნა მაია მიქავამ.

შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"