რამდენი წლით გახანგრძლივდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა? - კვირის პალიტრა

რამდენი წლით გახანგრძლივდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხდვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. ცვლილების თანახმად, გამოძიებას არ ექნება ზვიად გამსახურდიას საქმის შეწყვეტის ვალდებულება.

„ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების, რომლითაც 5 წლით გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე და გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერენ ამ კარგ ინიციატივას. ინიციატივა გავრცელდება ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება პირველ რიგში განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.