თბილისში ორი მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია ორი პირი - კვირის პალიტრა

თბილისში ორი მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია ორი პირი

თბილისში, ორთაჭალაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცები არიან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Ambebi.ge