არსებული ინფორმაციით, სუს-მა ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი დააკავა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, სუს-მა ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი დააკავა

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არაოფიციალურად აცნობეს, დაკავებულია ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"