"უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ და ..." - რაზე საუბრობენ რუსთავში დაჭრილების ახლობლები? - კვირის პალიტრა

"უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ და ..." - რაზე საუბრობენ რუსთავში დაჭრილების ახლობლები?

რუსთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი სამი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი მუცლის არეშია დაჭრილი, ორი კი ფეხის არეში. საავადმყოფოს ეზოში დაჭრილების ახლობლები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მოუვიდათ.

მათი ინფორმაციით, უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, გაჩიანელმა ახალგაზრდებმა მათ მსგავსი ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"