11 წლის გოგონა მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

11 წლის გოგონა მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ღანირი-ქვიტირის გზაზე ავტომობილი 11 წლის გოგონას დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"