ვაჟა-ფშაველაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

ვაჟა-ფშაველაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - რას ამბობენ შსს-ში?

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 31 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჭრილობა მამაკაცს მკლავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 235-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"