"მამაკაცი ციხიდან ახალი გამოსულია" - რას ამბობს პროკურორი ფეიქრიშვილების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილზე? - კვირის პალიტრა

"მამაკაცი ციხიდან ახალი გამოსულია" - რას ამბობს პროკურორი ფეიქრიშვილების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში წავკისში, ორი ახალგაზრდის მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, წავკისში მომხდარ საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი აბულაძეები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამა, რომელიც კრიმინალური ტრადიციების მიმდევარია, შვილს წავკისში საქმის გასარჩევად გაჰყვა. შსს-ის ინფრომაციით, მკვლელობაში მონაწილეობა ორივემ მიიღო. კიდევ ერთი დაკავებული პირი, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, გვარად, ყურაშვილია.

როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა kvirispalitra.ge-ს განუცხადა, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამა, ნიკოლოზ აბულაძე ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსულია. მისივე თქმით, მამაკაცი საპატიმრო დაწესებულებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მას 18 წელი ჰქონდა მისჯილი და ციხიდან 2018 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა.

იხილეთ ასევე: ფეიქრიშვილების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი - რა მოხდა წავკისში?

(სპეციალურად საიტისთვის)