გორში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

გორში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილს თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანება და შესაძლოა, ის ბლაგვი საგნით არის მოკლული ან აღნიშნული დაზიანება დავარდნის შედეგად მიიღო, რასაც ექსპერტიზა დაადგენს. შემთხვევა გორში, სტალინის ქუჩაზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"