"ბახალა": "სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის" - კვირის პალიტრა

"ბახალა": "სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის"

სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა და ოჯახს, კარიერას არ გაწირავდა.

"ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ მქონია. ასე რომ არ იყოს, პროკურორის საპროცესო შეთანხმებას დავთანმდებოდი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

მან თავის საბოლოო სიტყვაში ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ აცხადებს საქმის ერთადერთი მოწმე, რომ მას ნარკოტიკული საშუალება გადასცა.

"ასეთი უმორალო და წაშლილი ადამიანი არასდროს შემხვედრია... თითქოს, ჯაბა ხულორდავას ნარკოტიკული საშუალება გადავეცი, პოლიციის ვერსიაა. სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება. მე ასე თუ ისე ვიტან ამ ყველაფერს, მაგრამ ოჯახის წევრებს რომ ვუყურებ, არ მინდა დავუშვა, რომ ჩემ მიმართ კიდევ რამე არაადეკვატური მოხდება", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

"ინტერპრესნიუსი"