მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - კვირის პალიტრა

მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამავე ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"