სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარია წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძოება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.