ორი მამაკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს - რა მოხდა თიანეთში? - კვირის პალიტრა

ორი მამაკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს - რა მოხდა თიანეთში?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი. სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.

"ინტერპრესნიუსი"|