პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრეს - კვირის პალიტრა

პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრეს

თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"