თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"