როგორია 27 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც ქიაჩელის ქუჩაზე დანით დაჭრეს - კვირის პალიტრა

როგორია 27 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც ქიაჩელის ქუჩაზე დანით დაჭრეს

27 წლის ახალგაზრდას, რომელიც ქიაჩელის ქუჩაზე "სინემა კლუბში" დანით დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. ინციდენტს, სავარაუდოდ, წინ უძღვოდა ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება. დაჭრილის ახლობლები მიზეზებზე ვერ საუბრობენ.