"მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, ნარკომანი იყო" - რას ამბობს ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩცდ-ს მსახიობის დედა?
"მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, ნარკომანი იყო" - რას ამბობს ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩცდ-ს მსახიობის დედა?
ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რეზი ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი. ნიშნიანიძის თქმითვე, ის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა. დედის განმარტებით, ნასიძემ საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა.

"რეზიმ მომიყვა, ექიმს ვუთხარი, ძალიან მაგარი თავის ტკივილები მაქვს, დამამშვიდებელი გამიკეთეთო. დამამშვიდებელი არ გვაქვსო, უთქვამს ექიმს. მაშინ, მორფიუმი,
ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო, უთქვამს. მორფიუმი ჩემგანაც იცის, რადგან ონკოლოგიური პაციენტი ვარ. მორფიუმი იმიტომაა საავადმყოფოში, ადამიანს არანორმალური ტკივილი როცა აქვს, გაუყუჩონ.

ეტყობა, მარტო რომ იყო, თან ძალი
ან ახალგაზრდა, მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, რომ ნარკომანი იყო. თავი გამიყუჩეთ, ძალიან ცუდად ვარ, როგორ მელაპარაკებით, ან რა ტონით, ან რა ძმაოებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო, რეზის უთქვამს. არა, კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია. კაი ბიჭი კი არა, უზრდელი ხარო, შეეპასუხა რეზი. უზრდელიც ხარ და გაუზრდელიცო ექიმს უთქვამს და დაწოლილმა რეზიმ მოიქნია ხელი, რომელიც ექიმს მოხვდა.

მთავარი ექიმი ამბობს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს მიღებულიო. საოცარია, რანაიდრად უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქმევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა", - აცხადებს ნიშნიანიძე.

როგორც ის განმარტავს, საავადმყოფოში მოხვედრამდე რევაზ ნასიძე რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობას სახლში გადიოდა.

"იმისთვის წავიდა საავადმყოფოში, იქნებ მიშველონ და ტკივილი მომიხსნანო, თორემ არც სახლში დამიკლია რამე. როგორც გითხარით, ონკოლოგიური პაციენტი ვარ, მედიკამენტები სულ მაქვს სახლში და ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ არაფერმა გაუყუჩა. სასწრაფო რომ მოვიდა, 39 ჰქონდა სიცხე, დიმედროლი-ანალგინი გაუკეთეს, მაგრამ ტკივილებისგან კინაღამ გაგიჟდა. 3 იანვარს გადასხმები გავუკეთე, 4 იანვარს სასწრაფო გვყავდა, ფილტვებში არაფერი აქვსო, თქვა. სასწრაფოს წასვლის შემდეგ, ძალიან ცუდად გახდა, ისევ სასწრაფო გამოვიძახეთ, ამის ჩანაწერებიც არსებობს. მთელი ღამე 40 ჰქონდა სიცხე. რაღაც მომენტში ბოდავდა, საავადმყოფოდან როდის გამწერენო და შემეშინდა. დილით გული აერია, ფეხზე რომ ადგა - დაეცა, მიშველეთ თავი მისკდებაო. სასწრაფომ საავადმყოფოში 39 სიცხით გადაყვანა. თავის არანორმალური ტკივილი ჰქონდა. ორი თვის წინ, ჰაიმორიტზე იმკურნალა, იფიქრა, ამან ხომ არ გაამწვავაო. სერიოზულ პანიკაში ჩავვარდით, იფიქრა, საავადმყოფოში მაინც გაიგებენ, რა მჭირსო. იქ მორფიუმი მოითხოვა, რომელიც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია", - აცხადებს ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

...
11 იანვარი 2019 15:52
სირცხვილი მაგ ექიმს. რომ გაუსაძლისი ტკივილებით მისულ პაციენტს ჯერ არ გაუწია დახმარება და მერე ისე გააღიზიანა(პა იკაში ჩავარდნილი ახალგაზრდა) გაარტყმწვინა, მერე უჩივლა და თან ცილი დასწამა.ეგ და ყველა მაგისთანა ექიმი უნდა გასაჩივრდეს.ექიმი კი არა, პროვოკატორი ყოფილა.
daviti
08 იანვარი 2019 14:36
არც ისაა გასაკვირი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი უყურადღებოდ ყავთ და არც ის, რომ ზოგი ნარკომანი უფასო დოზის მიღებას ექიმების საშუალებით ჩალიჩობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები