ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ბრალი წარედგინა - კვირის პალიტრა

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ბრალი წარედგინა

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნასიძის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"