ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა - კვირის პალიტრა

ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა

ზემო თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა. როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტს დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. დაზიანებული იყო ფილტვი, დიაფრაგმა, ღვიძლი. დაზიანებული სტრუქტურების მთლიანობა აღდგა. პაციენტი ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციული მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება პოსტოპერაციულ პერიოდს", - აცხადებს ზოგადი ქირურგი მარინე ლიჩელი.

საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი უკვე დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო