გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა - კვირის პალიტრა

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგის თემას ამ დროისთვის პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ის სავარაუდოდ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას შეეხება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

"გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, "თიბისი ბანკის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ", - აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"