რა საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით? - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
რა საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით? - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა" და "სამგორი თრეიდმა" "თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა" და არც
"სამგორი თრეიდის" მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის".

"საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სს "თიბისი ბანკის", მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და
ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლა. აქტივობების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, მასალები გადაგზავნილია როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე გამოგზავნილ იქნა საქართველოს პროკურატურაში. ამის საფუძველზე 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა" და "სამგორი თრეიდმა" "თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს, სესხი გადატანილი იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის დაახლოებით აგვისტოში, ისე რომ, აღნიშნული კომპანიების მიერ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა, ჩანაცვლებული იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა" და არც "სამგორი თრეიდის" მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მისი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი.

"ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვა "თიბისი ბანკიდან", რის გამოც 2019 წლის 4 იანვარს მივმართეთ საქალაქო სასამართლოს განჩინების მოპოვების მიზნით. ეს განჩინება ჩაბარდა ბანკს", - განმარტავენ საგამოძიებო უწყებაში.


"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები