"არაა გამორიცხული, ბრალდებულ ნებიერიძესთან ერთად მკვლელობაში სხვაც იღებდა მონაწილეობას" - რას ამბობს გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი?
"არაა გამორიცხული, ბრალდებულ ნებიერიძესთან ერთად მკვლელობაში სხვაც იღებდა მონაწილეობას" - რას ამბობს გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი?
ფოტო:სერგო ნებიერიძე
გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ იაგო ნებიერიძესთან ერთად მკვლელობაში კიდევ სხვა პირი მონაწილეობდა

გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ იაგო ნებიერიძესთან ერთად მკვლელობაში კიდევ სხვა პირი მონაწილეობდა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის შედეგით, გამოძიების მიერ ამოღებულ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა. მისივე თქმით, დაუდგენელია ასევე თუ რით მოხდა მოკლული გოგონას ცხედრის
იმ ადგილზე გადატანა, სადაც სამართალდამცავებმა იპოვეს.

როგორც ირკვევა, საქმეში მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც სრულყოფილად დაადასტურებს, რომ გოგონას მკვლელობაში მხოლოდ იაგო ნებიერიძე მონაწილეობდა. შესაბამისად, საგამოძიებო ვადა კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, დანიშნულია
რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის, ბიოლოგიური, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გასცემს პასუხს.

"ამოღებულია ურიკა, რომელზეც იყო სისხლისფერი ლაქები. ასევე ამოღებულია, სარეცხის საშუალების ბოთლი, გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ ბოთლიდან მოხდა ხელების დაბანა, კვალის მოცილება და ა.შ. ამ ბოთლზე იაგო ნებიერიძის ანაბეჭდი არ ამოვიდა. ასევე არ დაემთხვა ბრალდებულის ანაბეჭდი ურიკიდან ამოღებულ ანაბეჭდებს. თუ დადგინდა, რომ ბოთლზე ამოსული სისხლის ლაქა გარდაცვლილ ბავშვს ეკუთვნის, სავარაუდოდ, მკვლელს ეს ბოთლი ხელში ეჭირა, აბა სისხლის კვალი როგორ მოხვდა? თუ ბოთლი მკვლელს ეჭირა, რატომ არ დაემთხვა იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდებს? ველოდებით, ურიკაზე და სარეცხი საშუალების ბოთლზე არსებული სისხლისფერი ლაქების ბიოლოგიურ ექსპერტიზას, არის თუ არა გარდაცვლილი ბავშვის დნმ", - აცხადებს გელხაური.

კითხვაზე, თუ რა იკვეთება იმ ფაქტით, რომ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე მკვლელობაში ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულს ურიკასთან შეხება არ ჰქონია.

"ამით იკვეთება ის, რომ ბრალდებულს შეხება არ ჰქონია არც ურიკაზე და არც სარეცხი საშუალების ბოთლზე. კითხვები ნამდვილად არსებობს, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ერთადერთი, პირდაპირი მტკიცებულება, რაც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული კადრებია, ამ კადრებში ბავშვი ცოცხალია. რაც შეეხება იმას, თუ რითი მოხდა გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადატანა იმ ადგილას, სადაც ის იპოვეს, ეს პასუხგაუცემელი კითხვაა. ეხმარებოდა თუ არა ცხედრის გადამალვაში ვინმე, ესეც საბოლოოდ დადგენილი არ არის. ალბათ, ამიტომ მოითხოვა გამოძიებამ ვადის გახანგრძლივება.

კონკრეტულად ვინმე პიროვნებაზე ვარაუდი არ არის, თუმცა, არ შეიძლება იმ ვარაუდების გამორიცხვა, რომ იაგო ნებიერიძესთან ერთად ამ საქმეში, თუნდაც მკვლელობაში, სხვა ვინმეც იღებდა მონაწილეობას, ან პირიქით, ცხედრის გადამალვაში ეხმარებოდა.

ბავშვს თავზე აქვს დაზიანება, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, ეს არ არის დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ამ დაზიანების შემდეგ მოხდა მისი გაგუდვა. ბავშვის სისხლის კვალი აღმოჩნდა იმ სახლში, სადაც თავად ბრალდებული მუშაობდა, ფაქტია, რომ ბავშვი იქ იყო ცოცხალი, ვარაუდია, რომ იმ სახლში მოხდა ეს მკვლელობა", - აცხადებს გელხაური.

მისი განმარტებით, ბიოლოგიური ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, გამოძიების მიერ ამოღებულ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე არის თუ არა მოკლული გოგონას სისხლი.

"დნმ-ის ექსპერტიზით დადგინდება ჰქონდა თუ არა შემხებლობა გარდაცვლილ ბავშვს ურიკასთან, მოკიდა თუ არა იაგო ნებიერიძემ სარეცხის საშუალების ბოთლს სისხლიანი ხელი. კვალი იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდს არ ემთხვევა, შეიძლება ეს სხვა პიროვნების თითის კვალი იყოს, ან იაგო ნებიერიძეს ხელი არ აქვს მოკიდებული იმ ბოთლზე, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ. შეიძლება სხვა პიროვნებას ჰქონდეს მოკიდებული, ან ვივარაუდოთ იმაზე, რომ მას ეს ხელები ამ ბოთლით არ დაუბანია", - დასძენს ადვოკატი.

გორში 8 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თვის კითხვადი სტატიები