ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა

მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული ქვეითი იყო. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია საგზაო შემთხვევა.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, დაშავებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას კისრის ტრავმა აქვს მიღებული და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"