"ელექტროშოკით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა" - მუხიანში 23 წლის ბიჭმა 34 წლის ქალზე იძალადა
"ელექტროშოკით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა" - მუხიანში 23 წლის ბიჭმა 34 წლის ქალზე იძალადა
მუ­ხი­ან­ში 34 წლის  ქალს 23 წლის ბიჭ­მა ელექტრო­შო­კის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. შემ­თხვე­ვა 30 დე­კემ­ბერს მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა 31 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 6-იდან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი მუ­ხი­ან­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ რ.ა- მ 30 დე­კემ­ბერს მუ­ხი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ელექტრო­შო­კის
გა­მო­ყე­ნე­ბით 1984 წელს და­ბა­დე­ბულ ქალს სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, იძა­ლა­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკი­ცე­ბე­ბი ამო­ი­ღეს. ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა
აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.



ზურაბ
13 იანვარი 2019 19:28
მოძალადეებს დედა უნდა უტირო,განსაკუთრებით ქალზე მოძალადეებს. ცხოველების გვერდითაც კი არ შეიძლება მაგათი ხსენება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?