ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულ სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

პროკურატურაც ბრალდებულითვის 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ამასთან, პროკურატურამ ბრალის ფორმულირებისას აღნიშნა, რომ მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვისას.

ადვოკატის ვახტანგ თალაკვაძის თქმით, ვიდრე დაზუსტებით არ იქნება ცნობილი თუ რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა, არ შეიძლება მტკიცება, რომ მძღოლს ჩაეძინა.

დაცვის მხარის პოზიციით, არ არის
გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.

შესაბამისად, ადვოკატის პოზიციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე არ უნდა იყოს გამოყენებული.

მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო და პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა.

წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თვის კითხვადი სტატიები