მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ საღამოს მოხდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ოთახში ბუნებრივი აირის გამათბობელთან უგონო მდგომარეობაში ნახეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარნეულში კლინიკა "ავერსში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.