რესტორანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა იჩხუბეს - რა მოხდა ვანში? - კვირის პალიტრა

რესტორანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა იჩხუბეს - რა მოხდა ვანში?

ვანში, სამართლადამცველებს შორის რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ დაპირისპირების ფატზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

"11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ასევე: ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"