არსებული ინფორმაციით, ვანის რესტორანში ჩხუბის დროს ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი სცემეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ვანის რესტორანში ჩხუბის დროს ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი სცემეს

არსებული ინფორმაციით, ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ნაცემია ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი. ფიზიკური დაპირისპირება ვანში, რესტორანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უწყების გენინსპექციამ მოხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო ასევე შს სამინისტრომ. უწყებამ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერა.

"11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"