გო­გო­ნა ფო­ტო­ებს მე­გო­ბარ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უგ­ზავ­ნი­და - რის გამო დაჭრა დედამ შვილი? - კვირის პალიტრა

გო­გო­ნა ფო­ტო­ებს მე­გო­ბარ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უგ­ზავ­ნი­და - რის გამო დაჭრა დედამ შვილი?

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დედამ შვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 30 წლამდე გოგონას საკუთარმა დედამ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გოგონა ინტიმური შინაარსის ფოტოებს მეგობარ მამაკაცს სოციალური ქსელით უგზავნიდა, რომელმაც მოგვიანებით ეს ფოტოები გაავრცელა. შედეგად გოგოს ოჯახში მისი ნათესავები შეიკრიბნენ რა დროსაც დედა-შვილს შორის კამათი მოხდა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

ambebi.ge