რუსთავში ამოტრიალდა ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იჯდა - კვირის პალიტრა

რუსთავში ამოტრიალდა ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იჯდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საგზაო ნიშანს დაეჯახა და ამოტრიალდა.

ავტომობილში 5 ადამიანი იჯდა. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"