დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
14-01-2019
დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური
შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები