ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"