გორთან ავარიის შედეგად მძღოლი და მისი ფეხმძიმე მეუღლე დაიღუპნენ - კვირის პალიტრა

გორთან ავარიის შედეგად მძღოლი და მისი ფეხმძიმე მეუღლე დაიღუპნენ

გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც ხეს შეეჯახა, შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"