სროლა თბილისში - რა მოხდა მელიქიშვილის გამზირზე?
მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შემთხვევა 51-ე სკოლის მახლობლად მოხდა. სავარაუდოდ, დაჭრილია მამაკაცი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
"ინტერპრესნიუსი"