სროლას წინ ჩხუბი უძღოდა - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვერაზე ცივი იარაღით დაჭრეს - კვირის პალიტრა

სროლას წინ ჩხუბი უძღოდა - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვერაზე ცივი იარაღით დაჭრეს

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტში დაჭრილ პირს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც Ambebi.ge-ს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუცხადეს, დაჭრილს იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, დაჭრილი 35 წლამდე ასაკის გიორგი ადუაშვილია. სავარაუდოდ, ის სროლამდე მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები არ აღენიშნება.

რაც შეეხება უშუალოდ მანქანის მისამართით განხორციელებულ გასროლებს, ჩვენი ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაჭრილა.

შეგახსენეთ, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან რამდენიმე საათის წინ გაუხსნეს. სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა. იხილეთ სრულად